ხვალ, 11 ოქტომბერს, 17:00 საათზე, თბილისის ისტორიის მუზეუმში (ქარვასლა) ქართველი კარიკატურისტი მხატვრების ექსპოზიცია გაიხსნება, რომელსაც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მაკო ჭოღოშვილი, მხატვრები და მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.
ჯემალ ლოლუას, მერაბ აბაშიძისა და ვახტანგ კაკულიას 1975 წლიდან 2000 წლამდე შესრულებულ ნამუშევრებთან ერთად ქარვასლაში ახალგაზრდა მხატვრების, ზურაბ და ზაალ სულაკაურების, მანანა ქავთარაძისა და ია გოგილაშვილის კარიკატურებიც გამოიფინება.
ქარვასლის საექსპოზიციო კოლექცია ჟურნალ "ნიანგის" ყოფილი კორესპონდეტის, ჟურნალ "სიცილიას" დამფუძნებლისა და მთავარი რედაქტორის, მწერალ თეიმურაზ გძელიძის პირადი არქივის ნაწილია. თეიმურაზ გძელიძის კოლექციაში დაცული ათობით ნამუშევრიდან, მწერლის მეუღლის სულიკო კერესელიძის მიერ საგამოფენოდ 300 შეირჩა.
გასული და 21-ე საუკუნეების საუკუთესო კარიკატურების გარკვეული ნაწილი ქარვასლაში 16 ოქტომბრამდე დარჩება.
გამოფენა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ეწყობა.