მსახიობ დოდო ჭიჭინაძის ვარსკვლავი იხსნება. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" კულტურის სამინისტროს ღონისძიებათა ორგანიზების სამსახურის უფროსმა დავით ოქიტაშვილმა განუცხადა, დოდო ჭიჭინაძის ვარსკვლავის გახსნა 20 ოქტომბრისთვის იგეგმება.
"თუმცა ღონისძიებასთან დაკავშირებული სხვა დეტალები, მათ შორის ის, თუ სად გაიხსნება ვარსკვლავი, ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის, ის მოგვიანებით გახდება ცნობილი", _ განაცხადა ოქიტაშვილმა.
დოდო ჭიჭინაძეს 20-მდე ფილმში აქვს ნათამაშები. მათ შორისაა: "ბაშიაჩუკი", "ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი", "ცისკარა", ჭრიჭინა", "ბედნიერი შეხვედრა" და სხვები. დოდო ჭიჭინაძე საქართველოს დამსახურებული არტისტი(1960) და სახალხო არტისტია (1976).