რუსთაველის თეატრში დღეს „ქეთო და კოტეს" თბილისური პრემიერა გაიმართება.
გათანამედროვებული მიუზიკლი დავით დოიაშვილს ეკუთვნის, რომელშიც მონაწილეობას იღებენ ნანი ბრეგვაძე, სოფო ნიჟარაძე.
მიუზიკლში რამდენიმე ცეკვას წარადგენს ანსამბლი „სუხიშვილებიც".
შეგახსენებთ, რომ მიუზიკლის პრემიერა ბათუმის თეატრში მოეწყო. დღეს კი „თბილისობის" ფარგლებში სპექტაკლის თბილისური პრემიერა მოეწყობა.