მთავრობის საპარლამენტო მდივნის გია ხუროშვილის განცხადებით, გლეხებს წყლის დატაცებისთვის პასუხისმგებლობას 2010 წლის 15 ივლისიდან დააკისრებენ, - იუწყება რადიო `კომერსანტი~.
როგორც ცნობილია, პარლამენტმა 2009 წლის შემოდგომაზე `ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში~ ცვლილებათა კანონპროექტი განიხილა, რომელიც სარწყავი წყლის ქურდობის გამო ჯარიმების გადახდას ითვალისწინებს.
კანონპროექტის თანახმად, სარწყავი წყლის გადაცემის ან განაწილების ქსელიდან სარწყავი წყლის დატაცება, ასევე, სამელიორაციო ასოციაციებისთვის მიწოდებული წყლის თვითნებურად მოხმარება ფიზიკური პირის 250, ხოლო იურიდიული პირის 500 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს. დანაშაულის გამეორების შემთხვევაში კი ჯარიმები გაორმაგდება.