ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტობის კანდიდატის, რომელსაც ე.წ. ცესკომ ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირებაზე უარი უთხრა ჯამბოლატ თედეევის მამის ავტომობილში ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს. ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ. ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის სამართლდამცავებმა მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჯამბოლატ თედეევის მამის ავტომობილო შეამოწმედ და მის სალონში ვერცხლისფერი შეკვრა აღმოაჩინეს, რომელის პოლიეთილენის პარკში იყო შეხვეული. ასაფეთქებელი მოწყობილობა 200 გრამი ტროტილიდან შედგებოდა.
"იქვე აღმოჩენილი იყო დეტონატორი, მაგნიტი, რადიოგადამცემი და სამი მობილური ტელეფონი, რომელთაგან ორი ასაფეთქებელ შეკვრასთან სადენებით იყო დაკავშირებული. "ნივი" მარკის ავტომობილი ჯამბოლატ თედეევის მამის სახელზე არის დარეგისტრირებული", _ იუწყება ოსური მხარე.
მათივე ინფორმაციით, აღნიშნული საგნები სპეციალურმა ჯგუფმა ავტომობილიდან ამოიღო. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის "ცესკომ" ე.წ. სამხრეთ ოსეთის "პრეზიდენტობის" ერთ-ერთ კანდიდატს ჯამბოლატ თედეევს ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირებაზე უარი უთხრა. თედეევი, რომელიც თავისუფალ ჭიდაობაში რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელია ოს სეპარატისტთა ლიდერის ედუარდ კოკოითი ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ მოწინააღმდეგედ ითვლება.
მასალის გამოყენების პირობები