მეწყერი ჩამოწვა აჭარაში. სტიქიის მიზეზი დიდი თოვლი გახდა. აჭარის რამდენიმე რეგიონში თოვლის საფარმა უკვე ნახევარ მეტრს გადააჭარბა. აქ მეორე დღეა გადაუღებლად თოვს.
უამინდობამ პრობლემები შეუქმნა მოსახლეობას, განადგურებულია სიმინდის მოსავალი და ხეხილის ბაღები. სტიქის გამო რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება.
გუშინ თოვლი მოვიდა ახალქალაქში, ბაკურიანში, გუდაურსა და სტეფანწმინდაშიც, მაგრამ ახლა თოვლის საფარი მხოლოდ გუდაურსა და აჭარაშია შენარჩუნებული.