აჭარაში მეორე დღეა გადაუღებლად თოვს. გოდერძის უღელტეხილზე თოვლის საფარმა ნახევარ მეტრს გადააჭარბა. უამინდობამ პრობლემები შეუქმნა მოიალაღეებს, 15-მდე ოჯახი დიდთოვლობის გამო პირუტყვის ბარში გადმოყვანას ვერ ახერხებს.
პირველმა თოვლმა ხულოს მაღალმთიან სოფლებში გაანადგურა სიმინდის მოსავალი და ხეხილის ბაღები. თოვლისა და ქარბუქის გამო რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება. დაბლობ სოფლებში მეწყერიც ჩამოწვა.
რაიონის გამგეობაში შექმნილია სპეციალური შტაბი, რომელიც თოვლის გამო შექმნილი პრობლემების გადაჭრაზე მუშაობს.