.,,მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის" შეშფოთებას გამოთქვამს გორის რაიონის სოფელ ხურვალეთის დევნილთა დასახლებაში შექმნილი პრობლემების გამო.
,,მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის" ინფორმაციით, ხურვალეთის დევნილთა დასახლებას, სადაც დიდი და პატარა ლიახვის ხეობიდან დევნილი 139 ოჯახი ცხოვრობს, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდათ.
,,მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის" ინფორმაციით, Eელექტყროენერგიეს შეწყვეტის მიზეზი თანხის გადაუხდელობა გახდა, რასაც დევნილები უსახსრობის გამო ვერ ახერხებენ. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ,,მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის" წარმომადგენლებმა განუცხადეს, დევნილებს გათბობის სხვა საშუალება არ გააჩნიათ.
"მათ შეუწყდათ ის ფულადი დახმარებაც, რომელსაც იღბდნენ ელემენტარული საარსებო პირობების შესაქმნელად. ჩვენ მივმართავთ ხელისუფლებას, რომელიც მუდმივად საუბრობს დევნილთათვის საუკეთესო პირობების შექმნასთან დაკავშირებით, რაც შეიძლება სწრაფ ვადებში მოუგვაროს ხურვალეთის დევნილთა დასახლებას ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენის საკითხი და არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ რეალურად იზრუნოს ადამიანებისთვის ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობების შექმნაზე", _ აცხადებენ ,,მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის" წარმომადგენლები.