თელავის რაიონის სოფელ ყარაჯალაში მოულოდნელად ავტოფარეხში გაჩენილმა ხანძარმა ავტობუსი მთლიანად დაწვა. ოჯახის წევრები ვარაუდობენ რომ ცეცხლი ავტობუსს ვიღაცამ განგებ წაუკიდა.
შემთხვევის ადგილზე 2 სახანძრო ეკიპაჟი იყო მობილიზებული. რის გამოც ხანძრის ლოკალიზება ერთ საათში მოხერხდა.
ცნობისთვის, მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე უკვე აღიძრა და ხანძრის გამომწვევ მიზეზს თელავის საგამოძიებო პოლიცია დაადგენს.