ჩინეთის სახალხო რეპუბლიკა მიიჩნევს, რომ მათი შეიარაღებული ძალები მსოფლიოში სიმძლავრით აშშ-ს შეიარაღებული ძალების შემდეგ მეორე ადგილზეა. რუსეთი კი ჩინელი ექსპერტები აზრით მესამე ადგილზეა განლაგებული.
ჩინეთის სოციალური კვლევების ინსტიტუტის ექსპერტთა მიერ მომზადებული დოკუმენტის მიხედვით, მიზეზი რომლის გამოც ჩინეთის არმიას ასეთი მაღალი პოზიცია უკავია არის ჯარისა და იარაღის დიდი რაოდენობა.
ექპერტების აზრით, ჩინეთის არმიის ჯარისკაცთა რაოდენობა თითქმის 1,5 ჯერ აღემატება ამერიკის არმიას და სულ დაახლოებით 2,25 მილიონი ადამიანი. რუსეთი კი მიუხედავად იმისა, რომ მესამე ადგილზეა ჩინელი ექსპერტების აზრით, შეიარაღების საერთო რაოდენობის შეჯერები მიხედვით იგი მაინც პირველ ადგილზე რჩება, თუნდაც იმის გამო, რომ მას 22,8 ათასი ტანკი ჰყავს, ჩინეთსა და აშშ-ში მგავსი მანქანა 8 ათასიც კი არ იქნება.
რუსი სამხედრო ექსპერტი ვლად შურიგინი აცხადებს, რომ თუ 10-15 წლის წინ ჩინეთის შეიარაღებული ძალები მსოფლიოში ერთ ერთ ყველაზე ჩამორჩენილად ითვლებოდა მიუხედავად იმისა, რომ მის ჯარისკაცთა რაოდენობა 7 მილიონს ითვლიდა. ახლა კი ჩინეთის არმიას შეიძლება "მომავლის არმიაც" ვუწოდოთ.
"მთელი 17 წელიწადი ისინი თავიანთი სამხედრო დოქტრინის მიხედვით აშენებდნენ შეიარაღებულ ძალებს. მათი დღევანდელი არმია კი ძალიან პროფესიონალურია, მას აქვს ყველაზე თანამედროვე ტექნიკა და შეიარაღება.