თუშეთში თოვლი მოვიდა. როგორც სოფელ ომალოს მაცხოვრებლებმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადეს, სოფელში თოვლი 10 სანტიმეტრზე დევს. ფშაველი - თუშეთის გზაზე მოძრაობას მხოლოდ ორხიდიანი მანქანები ახერხებენ.
ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიწის მართვისა და აღრიცხვის სამსახურის უფროსის ზეზვა გოჩილაიძის თქმით, უღელტეხილზე სამი კვირის წინაც მოთოვა და თოვლის სიმაღლემ 40 სანტიმეტრს მიაღწია.
მწყემსებმა უკვე დაიწყეს ბარგის გადატანა, საზაფხულო საძოვრებიდან კი ცხვრის გადარეკვა ელდარში, ზამთრის საძოვრებზე, ერთ კვირაში დაიწყება.