1-ელ ოქტომბერს ახალციხეში, 13:00 საათზე, სამცხე-ჯავახეთის ისტორიული მუზეუმის ტერიტორიაზე, ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია "ელკანა" "პურის ფესტივალს" აწყობს.
"პურის ფესტივალი" სოფლის ტურიზმის პროექტის ფარგლებში იმართება და მიზნად ისახავს რეგიონის აგროტურისტული ინფრასტრუქტურის საზოგადოებისთვის გაცნობას და ტრადიციული პროდუქტის, მათ შორის ადგილობრივი პურისა და ხორბლის პოპულარიზაციას. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება რეგიონში არსებული საოჯახო სასტუმრო სახლებისა და აგროტურისტული მეურნეობების ქსელი, ადგილობრივი ტრადიციული პროდუქტი და ტურისტული შეთავაზებები. ცალკე სტენდი დაეთმობა ადგილობრივ ქართულ ხორბალსა და პურს, დაჯილდოვდებიან ახალციხური წითელი დოლისპურის მწარმოებელი წარმატებული ფერმერები და საოჯახო სასტუმრო სახლების მფლობელები.
ფესტივალზე გაიმართება სხვადასხვა ადგილობრივი პროდუქტის დეგუსტაცია, ეთნოგრაფიული ნაკეთობების გამოფენა-გაყიდვა და კონცერტი ფოლკლორული ანსამბლების მონაწილეობით.
"პურის ფესტივალი" ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტო და ახალციხის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით ხორციელდება.