საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მერის პირდაპირი წესით არჩევის პრაქტიკა ევროპაში არ არსებობს, საქართველოს მთავრობა ხალხის მოთხოვნას დაემორჩილა და მერის პირდაპირი წესით არჩევნებთან დაკავშირებით მიიღო გადაწყვეტილება.
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მერის პირდაპირი წესით არჩევასთან ერთად ფართოვდება საკრებულოს ფუნქციაც.
პრეზიდენტის განცხადებით, მთავრობამ წინადადებით მიმართა ევროპის ქვეყნებს, ბევრი დამკვირვებელი გამოაგზავნონ საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე და მონიტორინგი გაუწიონ საარჩევნო პროცესს.
"თავისთვაად მერის პირდაპირი არჩევნები საკმაოდ საკამთო საკითხია, რადგან ევროპის ქვეყნებში ეს საერთოდ არ არის მაგრამ ჩვენ ამაზე წავედით, რადგან ვგრძნობდი რომ ასეთი იყო უმეტესად ხალხის მოთხოვნა თბილისში. ამავე დროს საკრებულოების ფუნქცია ფართოვდება მთელი საქართველოს მასშტაბით. ასე რომ საბოლოო ჯამში ფართო კონსენსუსით საკითხები მიღწეულია. მათ შორის საარჩევნო კომისიის დაკომპლექტებაზეც და ევროპელებს ვეუბნებით რომ თავინდანვე ჩაერთონ, ვაკეთოთ გამოკითხვები, ძალიან ბევრი დამკვირვებლები რომ ჩამოვიდნენ და პროცესს მიადევნონ თვალი და არა მხოლოდ ბოლო დღეს", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.