საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია "რუსთავი 2 "-ის გადაცემა "პოზიციაში" ოპოზიციის მიერ აპრილ-მაისში გამართულ აქციებზე ისაუბრადა აღნიშნა, რომ იმ პერიოდში ხელისუფლება გვერდზე დადგა და ქართულ საზოგადოებას გადაწყვეტილების მიღების საშუალება მისცა. თუმცა აღნიშნა, რომ სამართალდამცავ სტრუქტურებს ე.წ. სახალხო რაზმელები რომ თავის ნებაზე მიეშვათ, არავინ იცის რა მოხდებოდა.
"ჩვენ გვერდზე გავდექით და ქართულ საზოგადოებას, რომელიც ომისგან იყო ტრავმირებული, გადაწყვეტილების მიღების საშუალება მივეცით. აქციები სინამდვილეში საზოგადოებამ დაშალა და გონიერებისკენ მოუწოდა. საბედნიეროდ, ვერ განახორციელეს პროექტი "თბილისი მკვდარი ქალაქი" და ვერც ვერასდროს განახორციელებენ~, - განაცხადა პრეზიდენტმა.