თვითმმართველობის არჩევნები პირველია ოკუპაციის შემდეგ და დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ როგორ ჩატარდება, _ ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია "რუსთავი 2 "-ის გადაცემა "პოზიციაში" განაცხადა.
~ჩემი ოცნებაა, საქართველოში ჩატარდეს არჩევნები, რომლის შედეგებსაც უმეტესობა მიიღებს. არანაირი ცხელი გაზაფხული არ გველის. მეორე ძალის მოსვლა არ უნდა იყოს კატასტროფა არც ქალაქისთვის, არც სოფლისა და არც ქვეყნისთვის~, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ ადგილობრივ არჩევნებზე მოიქცევა, როგორც არაპარტიული პრეზიდენტი.
"ამ არჩევნებზე თბილისში ჩვენი კანდიდატი იქნება თბილისელები, ქუთაისში ქუთაისელები, რუსთავში რუსთავლები და ა.შ. მეორე ძალის მოსვლა არ უნდა იყოს კატასტროფა არც ქალაქისთვის და არც ქვეყნისთვის. ეს ჩვეულებრივი პროცესია", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.