საკნები "ფე-ეს-ბე"-ში დაწერილი სცენარი იყო, _ ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია ~რუსთვის 2~-ის გადაცემა ~პოზიციაში~ განაცხადა.
მისი თქმით, იმ დროს, როცა თბილისი პარალიზებული იყო, ბათუმი შენდებოდა, რადგან იქ გალიები არ იყო.
"იმას, რასაც საკნებს ეძახდნენ, მე გალიებს ვეძახი. ან რა არის საკანში რომანტიული? ქურდული აზროვნება ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს. ეს იყო გალიები, სადაც მხეცებივით გამოამწყვიდეს ხალხი და ფულსაც უხდიდნენ, ესეც ჩემი თვალით მაქვს ნანახი. საკნები "ფე-ეს-ბე-დან გამოგზავნილი სცენარი იყო და ეს დადასტურებულია", - განაცხადა პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ ყველა ვინც იღებს ქართული სახელმწიფოებრივი თამაშის წესებს არის პარტნიორი.
"ყველა ვინც გადავა "ფე-ეს-ბეში" დაწერილ სცენარებზე და, საკნები სწორედ იქ დაწერილი სცენარი იყო, მაშინ ჩვენს შორის ვერანაირი შეთანხმება ვერ მოხდება. რომელი კომბლეები და დიდი მებრძოლები ეგენი არიან. ვისაც უნდა, რომ საქართველოს სამართლებრივ სივრციდან გავიდეს და ვიღაცის თამაში ითამაშოს და შემდეგ წესრიგის დამყარების მიზნით, მოვიდეს, მაგალითად, ახალგორში განლაგებული საოკუპაციო ჯარი და ნამდვილად ვიცი, რომ ასეთი სცენარიც კი შეიძლება ვინმემ დაამუშაოს, ეს არ გამოვა, რადგან ქართველი საზოგადეობა არის უკიდურესად დახვეწილი და გონიერი", _ განაცხადა პრეზიდენტმა.