საქართველო არ შეიძლება იყოს რუსეთთან ცუდი ურთიერთობების მომხრე, _ ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია "რუსთავი 2 "-ის გადაცემა "პოზიციაში" განაცხადა.
"ყველაფერს ვთავაზობდი პუტინს. ურდოში სანამ ესენი გზას იპოვნიდნენ მე ნასიარულევი ვარ და ვცდილობდი მოქნილი ვყოფილიყავი, როგორც წარსულში ქართველი მეფეები. რა თქმა უნდა, საკუთარი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. მინდა ესმოდეს ეს დღევანდელ და ხვალინდელ მოღლატეებს... ისინი არიან დღეს ჩვენი ქვეყნის ოკუპანტები და გვეუბნებიან, რომ ძეგლს დაანებეთ თავი, რომელიც საბჭოთა კავშირის დიდების მემკვიდრეა, ამაზე მეტი დაცინვა რაღა უნდა იყოს", _ განაცხადა პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ "ზუსტად ეს არის საქართველო როგორიცის დღეს ჩვენ გვაქვს, დამოუკიდებელი".