აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა ალექსანდრე ანქვაბმა აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრად ლეონიდ ლაკერბაია დაინიშნა. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს. შესაბამის ბრძანებულებას აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა ალექსანდრე ანქვაბმა ხელი დღეს მოაწერა.
"ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ასევე მიიღო და დააკმაყოფილა განცხადება მინისტრთა კაბინეტის გადადგომის შესახებ", _ იუწყება აფხაზური მხარე.
მათივე ინფორმაციით, ალექსანდრე ანქვაბმა ახალ ე.წ. პრემიერ-მინისტრს ახალი ე.წ. მინისტრთა კაბინეტის დაკომოლექტება დაავალა.
ბიოგრაფიული ცნობა: ლეონიდ ივანეს ძე ლაკერბაია 1947 წლის 1 იანვარს ქუთაისში დაიბადა.
1975 წელს მოსკოვის საავტომობილო-საგზაო ინსტიტუტი დაამთავრა. 1975-1985 წლებში მუშაობდა აფხაზეთის ავტოსაწარმოებში. 1985-1991 წლებში მუშაობდა მალფუჭებადი პროდუქტების ექსპერიმენტალური ქარხანა "გაგრის" დირექტორად. 1991-1996 წლებში და 2000-2002 წლებში აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის დეპუტატი. 1992 წლის 1995 წლის აპრილიდან აფხაზეთის ე.წ. მთავრობის ე.წ. პირველი ვიცე-პრემიერი. 1996 წლის ივლისიდან 1996 წლის აგვისტომდე - აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი.
ლეონიდ ლაკერბაია აფხაზური სეპარატისტული მოძრაობის ერთ-ერთი დამფუძნებელია. 2002 წლიდან თანათავმჯდომარე სეპარატისტული მოძრაობისა "აიტაირა". 2005 წლიდან აფხაზეთის ე.წ. მთავრობის ე.წ. პირველი ვიცე-პრემიერი. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი. ცხოვრობს გუდაუთაში.