სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრმა სერგეი შამბამ გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა. შამბასთან ერთად, გადადგა სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
"აფხაზეთის კონსტიტუციის თანახმად, ახლადარჩეული პრეზიდენტის მიერ თავისი უფლებამოსილების დაწყებასთან დაკავშირებით, აფხაზეთის მინისტრთა კაბინეტი გადადგა. გადადგომის შესახებ განცხადებას ხელი პრემიერ-მინისტრმა სერგეი შამბამ მოაწერა", _ იუწყება აფხაზური მხარე.
აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა ახალ ე.წ. პრემიერ-მინისტრად ლეონიდ ლაკერბაია დანიშნა. შეგახსენებთ, რომ სერგეი შამბა აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობდა და დამარცხდა.