საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დუშეთის სერვისცენტრის თანამშრომლები გაიფიცნენ. ტექნიკური სამსახურის მუშაობა მთლიანად პარალიზებულია. 20-მდე ადამიანმა დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან საპროტესტო აქცია გამართა. amis Sesaxeb informacias მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრi avrcelebs.
როგორც აქციის მონაწილეებმა განaცხადეს, ისინი მთავარი სპეციალისტის გელა მაჭავარიანის გათავისუფლებას აპროტესტებენ და თანამდებობიდან სერვისცენტრის მენეჯერის ვახტანგ ყიფშიძის გათავისუფლებას ითხოვენ.
ამ დროისათვის ტექნიკური სამსახურის ყველა თანამშრომელს სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება აქვს დაწერილი.
"განცხადებები დავწერეთ. გელა მაჭავარიანი თუ არ დაბრუნდება, არავინ არ გავალთ სამსახურში", - განაცხადა სანახშირის წყალსადენის დარაჯი-ოპერატორმა ზურაბ კოტორაშვილმა.
გელა მაჭავარიანის თქმით, სერვისცენტრში არაფერი კეთდებოდა.
"ხმა ამოვიღე, სიმართლე ვთქვი, რომ არაფერი კეთდებოდა სერვისცენტრში. უფროსი საწვავს არ იძლეოდა, სამსახურში არ დადიოდა. ნორმალური მუშაობის საშუალებას არ გვაძლევდა. განუკითხაობაა საერთოდ აქ. გუშინ კრება მოიწვია. ჯერ 2 საათs ალოდინა ხალხი, შემდეგ მოვიდა, გინება და ღრიალი დაუწყო. მუშებიც ადგნენ და განცხადებები დაწერეს. სანამ ის არ წავა, მანამდე არ ვიმუშავებთო", -ამბობს სერვისცენტრის ყოფილი სპეციალისტი გელა მაჭავარიანი.
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში აცხადებენ, რომ მაჭავარიანი ცუდი მუშაობის გამო გაათავისუფლეს.
"ეს 15 კაცი, ვინც მაჭავარიანს გაჰყვა, არავის გაუთავისუფალებია. მაჭავარიანი გავათავისუფლეთ იმის გამო, რომ კომპანიას არ ემორჩილებოდა და შესაფერისად არ იქცეოდა. დავალებებს არ ასრულებდა. რაც შეეხება იმ 15 ადამიანის სოლიდარობას, ეს მათი პირადი უფლებაა. კომპანიიდან თავიანთი სურვილით წავიდნენ და გვერდში დაუდგნენ განთავისუფლებულ თანამშრომელს", - განაცხადა საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ჯილდა მაჭავარიანმა.