29 სექტემბერს სახალხო დღესასწაული "მაჭახლობა" გაიმართება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, სახალხო დღესასწაული "მაჭახლობა", რომელიც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით 2007 წლიდან ტარდება, მაჭახელას ხეობაში, წელს მეოთხეჯერ ქვედა ჩხუტუნეთში გაიმართება. სოფლის ცენტრში მდებარე მონუმენტთან სტუმრების ქართული ხალხურ საცეკვავო და ვოკალურ ნომერებს შესთავაზებბენ ხელვაჩაურის ფოლკლორული ანსმაბლები: უხუცესთა ანსამბლი "მაჭახელა" და ქორეოგრფიული ანსმაბლი "კოლხეთი".
დღესასწაულზე წარმოდგენილი იქნება მაჭახელას თემის სოფლების საგამოფენო კუთხეები, ხალხური რეწვის ნიმუშები და ტრადიციული კერძები, გაიმართება სპორტული შეჯიბრებები: ქართულ ჭიდაობაში, სიმძიმეების აწევაში და ბაგირის გადაზიდვაში.
დღესასწაულზე ადგილობრვ მოსახლეობასთან და საპატიო სტუმრებთან ერთად მოწვეულნი არიან თურქეთის რესუბლიკის მაჭახელაში მცხოვრები ადამიანებიც.