ქობულეთში რამდენიმე საათიან ძლიერ წვიმას და ქარს ქარბორბალა მოყვა, რამაც აღმაშენებლის, რუსთაველისა და კოსტავას ქუჩაზე მდებარე კერძო საცხოვრებელი სახლების სახურავები დააზიანა.
სტიქიის შედეგად დაიტბორა ეზოები. ორი შენობა ავარიულ მდგომარეობაშია, რის გამოც ოჯახის წევრები თავს მეზობლებს აფარებს.
მათ გამგეობა უახლოეს დღეებში ალტერნატიულ საცოვრებელს გამოუძებნის.