თელავის რაიონის სოფელ ართანას დათვები შეესივნენ. როგორც სოფლის მაცხოვრებლებმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს აცნობეს, დათვებმა ნინო სიფრაშვილს ნახევარ ჰეტქარზე სიმინდი და ყურძენი გაუნადგურეს.
„დათვები სოფელში დადიან და გარეთ ვეღარ გავდივართ. დათვების გარდა მგლები და ტურებიც არიან. ვინმემ ხომ უნდა მოგვაქციოს ყურადღება? ვითხოვთ, რომ მტაცებლები სოფელს მოაშორონ", - აღნიშნა დაზარალებულმა ნინო სიფრაშვილმა.