ცხინვალში ოკეანის კუნძულოვანი სახელმწიფოს ტუვალუს პრემიერ-მინისტრის ვილი თელავის ვიზიტის დროს, ე.წ. მხარეებმა დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ ერთობლივი განცხადება მიიღეს. ამით ტუვალუმ ე.წ. სამხრეთ ოსეთის "დამოუკიდებლობა" აღიარა. ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ოს სეპარატისტთა მხრიდან დოკუმენტს ხელი ოს სეპარატისტთა ლიდერმა ედუარდ კოკოითმა მოაწერა, ტუვალუს მხრიდან კი პრემიერმა თელავმა.
აღსანიშნავია, რომ ტუვალუს დელეგაცია, ე.წ. სამხრეთ ოსეთში, ისევე როგორც სეპარატისტულ აფხაზეთში 18-19 სექტემბერს იმყოფებოდა. აღიარების შესახებ მათ მიერ სეპარატისტებთან ხელმოწერილი შეთანხმებების შესახებ კი მხოლოდ დღეს გახდა ცნობილი.