რუსი სამხედრო ექსპერტი იგორ კოროტჩენკო აცხადებს, რომ შესაძლოა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მყოფი რუსული სამხედრო კონტიგენტის არსენალი, დამრტყმელი ვერტმფრენებით "მი28H" და სარაკეტო კომპლექსებით "ისკანდერ M"-ით შეივსოს.
მისივე თქმით, ამ ნაბიჯზე მოსკოვი შეიძლება წავიდეს იმ შემთხვევაში, თუ საქართველო თავისი სამხედრო პოტენციალის გაზრდას განაგრძობს.
"ასევე შესაძლებელია მუდმივ საფუძველზე რუსეთის ფედერაციის შავ ზღვის ფლოტის "მოლნიის" ტიპის სარაკეტო კატერების განთავსება აფხაზეთის ოჩამჩირის პორტში, საზღვაო საზღვრების უსაფრთხოებისათვის და აუცილებლობის შემთხვევაში საქართველოს სამხედრო საზღვაო ძალებიდან იერიშის მიტანის ნეიტრალიზაციისათვის", _ აცხადებს ექსპერტი.
ამასთან ერთად, რუსი ექსპერტი ასევე აცხადებს, რომ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მყოფი რუსი სამხედროების ქმედებებს მხოლოდ და მხოლოდ თავდაცვითი ხასიათი უნდა ჰქონდეს. მისივე თქმით, მათი მოქმედებები არავითარ შემთხვევაში არ არის მიმართული მესამე ქვეყნების წინააღმდეგ.
მასალის გამოყენების პირობები