საქართველოსთან ომი 2014 წლამდე იქნება, ამაში ეჭვიც არ შეგეპაროთ - აცხადებს რუსეთის დუმის დეპუტატი, ფრაქცია "სპრავედლივაია როსიას" წევრი სემიონ ბაღდასაროვი. დუმის წინაშე სიტყვით გამოსვლისას, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში "არსებული გაერთიანებული რუსული სამხედრო ბაზების შესახებ შეთანხმების" რატიფიკაციის დროს ბაღდასაროვმა განაცხადა, რომ "ძვირფასო მეგობრებო, იმისათვის, რომ ვუპასუხოთ კითხვას თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს შეთანხმება, მოდით დავსვათ კითხვა: "იქნება კიდევ ომი საქართველოსთან?" მე თქვენ გეუბნებით: საქართველოსთან ომი 2014 წლამდე იქნება, ამაში ეჭვიც არ შეგეპაროთ. მე მოვიყვანთ ფაქტებს, რომლებიც ამაზე მეტყველებს.
"ქართული არმია ამ დროისათვის არა თუ აღდგა, არამედ მისი რაოდენობა რვაჯერ უფრო გაიზარდა, ვიდრე აქამდე იყო. დღეისათვის ეს 39 ათასი და კიდევ ცოტა მეტი ადამიანია. სრულიად აღდგენილია მთელი შეიარაღებს. იარაღის შეტანა დასავლეთის ქვეყნებიდან, ასევე ისრაელიდან და თურქეთიდან ხდებოდა. შეიარაღება ძირითადად მთიან ადგილებში ბრძოლისათვის არის მზად. საქართველოში მიღებულია ახალი სამობილიზაციო სისტემა, ძალიან ეფექტური, რომელიც იძლევა საშუალებას სულ რამდენიმე საათში იარაღის ქვეშ ადამიანების დამატებითი რაოდენობა დააყენო", _ აცხადებს ბაღდასაროვი და აღნიშნავს, "როდესაც ჩვენ კომიტეტში საკითხს ვიხილავდით და ჩვენთან გენშტაბის უფროსი იმყოფებოდა, მე მას ვუთხარი: ჩვენ ძალიან გაგვიმართლა, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბს ხელმძღვანელობაში აბსოლუტურად უმაქნისი ადამიანები იყვნენ. როდესაც ჩვენ ცხინვალი მოვინახულეთ ცნობილი მოვლენებიდან რამდენიმე დღეში, მე გაკვირვებით ვუყურებდი, რომ როკის გვირაბი ძლივს იდგა, იქ ყველგან წყალი გამოდის. ქართული ანკლავები, პირდაპირ ამ გვირაბთან გაიდს და იქ ძალიან ბევრ ადგილზე ჩასაფრებების გაკეთება შეიძლება. ღმერთმა ნუ ქნას და იქ რომ ყველაფერი გონივრულად დაეგეგმათ, ჩვენ წელიწადი დაგვჭირდებოდა მისი იერიშისათვის, თან დიდი მსხვერპლის ხარჯზე. მაგრამ ჩვენ მადლობა ღმერთს გაგვიმართლა, მაგრამ გაგვიმართლებს კი მომავალ ჯერზე?", _ აცხადებს ბაღდასაროვი.
მისივე თქმით, დღეს საქართველოს ხელისუფლება ყველა ზომას იღებს. თურქეთში კი ხდება ისეთი მოვლენები, რომლებიც საქართველოსთვისაა ხელსაყრელი.
"ბატონმა ერდოღანმა ასევე გადაწყვიტა ახალი ელფერი მიეცა თავისი შეიარაღებული ძალებისათვს. მან დაანგრია თურქეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი და სარდლობა მთლიანად დაშალა. შესაბამისად გათავისუფლდა ძალიან ბევრი მაღალკვალიფიციური ადამიანი, რომლებსაც ფულის გადახდის შემდეგ, მე დარწმუნებული ვარ მიიწვევენ საქართველოში, სადაც ისინი კონსულტანტებად იმუშავებენ. თურქეთის სამხედრო სკოლა კი ძალიან კარგი სკოლაა", _ აცხადებს ბაღდასაროვი და დასძენს, რომ "ამიტომაც მერწმუნეთ, ისინი მომავალ ჯერზე ყველაფერს გაცილებით უფრო კარგად დაგეგმავენ და მე ვიცი როგორაც. ჩნდება კითხვა: ჩვენ როგორ გავუწევთ ყოველივე ამას წინააღმდეგობას? რატომ არ ვსაუბრობთ შეცდომებზე, რომლებიც დავუშვით მაშინ? როგორ იყო მომზადებული მაშინ სამხრეთ ოსეთის ფორმირებები? უკიდურესად ცუდად. ისინი მართლაც მამაცები არიან, მაგრამ შეიარაღებაში მათ ჯართი აქვთ - ტ-55 ტანკები. შეიარაღებულ ძალებში კი ერთი ათასზე ცოტა მეტი ადამიანი ჰყავთ. ეს საშინელებაა.
მახსოვს ლიბანში, საბჭოეთის დროის ჰეზბოლლასა და ისრაელის არმიის შეტაკებები იყო, რომლებიც ადგილმდებარეობის რელიეფით ძალიან ჰგავს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტს. უბრალოდ, მე ძალიან მესირცხვილება ახლო აღმოსავლეთის საუკეთესო არმიის -ისრაელის არმიის ამ საშინელებასთან სახელწოდებით "ქართული არმია" შედარება, რომელიც ახლა მართლაც აუმჯობესებს თავის ხარისხს.
როგორც მე მესმის, სამხრეთ ოსეთის თავდაცვის მინისტრი ამბობს - კი ჩვენი არმია გადასაიარაღებელია, მაგრამ ბიუჯეტში ფული არ გვაქვს. კი მაგრამ სად წავიდა 43 და კიდევ ცოტა მეტი მილიარდი რუბლი რესპუბლიკაში, რომელსაც 50 ათასზე ნაკლები მოსახლეობა ჰყავს, თუკი ჯარზეც კი არ გყოფნის? რას აკეთებთ? შეიძლება საკუთარ თავს მოპარო?
ახლა, რომ ბაზებს ვანთავსებთ იქ, მე გეკითხებით - როგორია ბაზის სტრუქტურა? რა სქემით უნდა მომზადდნენ ისინი? როტა, ბატალიონი, ვაშა, წინ? და ისევ დავკარგავთ ხალხს. დასკვნები ხომ უნდა დავაკეთოთ", _ აცხადებს ბაღდასაროვი.