წყნარი ოკეანის სახელმწიფომ სახელად - ტუვალუმ სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა. ეს განცხადება სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა მაქსიმ ღვინჯიამ გააკეთა.
ერთოვლივ განცხადებას აფხაზეთსა და ტუვალუს შორის 18 სექტემბერს სოხუმში მოეწერა ხელი. დოკუმენტს ხელი სეპარატისტთა მხრიდან ე.წ. პრემიერ-მინისტრმა სერგეი შამბამ და ტუვალუს პრემიერ-მინისტრმა ვილი თელავმა მოაწერეს ხელი.
ტუვალუ - წყნარი ოკეანის ცენტრალური ნაწილის კუნძულოვანი სახელმწიფოა. სულ სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარებული აქვთ: რუსეთს, ნიკარაგუას, ვენესუელას, ნაურუს და ვანუატუს. მათ რიცხვს კი უკვე ტუვალუც შეემატა.
ტუვალუ სახელმწიფო წყნარ ოკეანეში პოლინეზიის რეგიონში. ტუვალუ განთავსებულია 5 ატოლსა და 4 კუნძულზე. ქვეყნის საერთო ფორთობი 26 კმ². მოსახლეობა - 12 177. ტუვალუ იყო აღმოყენილი ესპანელი მეზღვაოს მიერ 1568 წელს.1974-1978 წლებში აქიპელაგი ეკუთნოდა კირიბატის. 1978 წელს ტუვულუმ მიიღო დამოუკიდებლობა. ტუვალუ გაეროს წევრია.
ქვეყნის მოსახლეობა, 2011 წლის მონაცემებით, 10 ათასი ადამიანია. ამასთან, მეცნიერთა მონაცემებით, ტუვალუს გლობალური დათბობისა და ოკეანის დონის მომატების გამო, ჩაძირვა ემუქრება. 2010 წლის სექტმბერში ტუვალუმ, სხვა ქვეყნებთან ერთად, აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთთში დევნილების დაბრუნების შესახებ გაერო-ს რეზოლუციას მხარი დაუჭირა.