დღეს, 23 სექტემბერს, თურქეთის დელეგაციის წევრები საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციაში სტუმრები აჭარის ა.რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრსა და ქართველ ბიზნესმენებს შეხვდებიან.
ბათუმს თურქეთის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, თურქეთის ტურიზმისა და კურორტების ასოციაციის თავმჯდომარე, თურქეთის ავიახაზების გენერალური დირექტორი, სახელმწიფო არხის გენერალური დირექტორი და წამყვანი გაზეთების ჟურნალისტები ესტუმრნენ.
ვიზიტის მიზანი აჭარის ტურისტული და საინვესტიციო პოტენციალის გაცნობაა. ამავდროულად, თურქი ჟურნალისტები აჭარაზე სიუჟეტების მომზადებას გეგმავენ.
"ჩვენი კუთხისადმი ინტერესი დღითიდღე იზრდება. ვიმედოვნებთ, რომ სამთავრობო დელეგაციისა და ჟურნალისტების ვიზიტის შემდეგ თურქეთის მოქალაქეებისთვის აჭარა უფრო მიმზიდველი გახდება", - განაცხადა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინიტრმა ვაჭა ბოლქვაძემ.
ბათუმის დათვალიერების შემდეგ, 23 სექტემბერს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციაში სტუმრები აჭარის ა.რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრსა და ქართველ ბიზნესმენებს შეხვდებიან.