აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მდებარე რუსული საოკუპაციო ჯარების რიგებში ღვთისმსახურები გააგზავნეს და ისინი მეთაურების მოადგილეებმად დანიშნეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
სამხრეთის სამხედრო ოლქის ჯარების მეთურის პრესსამსახურის ხელმძღვანელი, პოლკოვნიკი იგორ გორბული აცხადებს, რომ "სამხედრო ღვთისმსახურებმა სომხეთში, აფხაზეთში, სამრეთ ოსეთსა და შავი ზღვის ფლოტში სამხედრო შტატები შეავსეს".
"სამხედრო ღვთისმსახურებმა სამხედრო ნაწილებსა და შენაერთებში კონკრეტული ამოცანები უნდა შეასრულონ, რაც სამხედრო მოსამსახურეების სულიერ-ზნეობრივ აღზრდას, წესრიგისა და სამხედრო დისციპლინის დამყარებას ეხება", _ განაცხადა გორბულმა.
მისივე თქმით, სამხრეთის სამხედრო ოლქში გათვალისწინებულია 30 მსგავსი თანამდებობა. მართლმადიდებელ ღვთისმსახურთა გარდა, ასევე გათვალისწინებულია მუსულმანი ღვთისმსახურის თანამდებობაც.