ბელგიაში მაცხოვრებელი რუსი ეროვნების მოქალაქეები მზად არიან "დიდების მემორიალის"აღსადგენად თანხების შეგროვება დაიწყონ. ასოციაცია "ევროპული რუსული საზოგადოების" ხელმძღვანელის, მსოფლიოში რუსული სათვისტომოების საკოორდინაციო საბჭოს წევრის სერგეი პეტროსოვის თქმით, ბელგიაში არსებული ორგანიზაციები რუსეთის ხელისუფლები მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას მიესალმნენ.
"ბელგიაში არსებული რუს თანამემაულეთა ორგანიზაციები რუსეთის ხელისუფლების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას მიესალმნენ რომელიც მოსკოვში "დიდების მემორიალის აღდგენას ეხება და გამოვიდნენ ინიციატივით გამარჯკვების დღემდე, მთელს მსოფლიოში თანამემამულეთა შორის შეგროვდეს თანხა მემორიალის აღდგენისათვის. ჩვენ ასევე გავხსნით სახალხო ანგარიშს, რომლის ნომერსაც მედიის საუალებით გამოვაცხადებთ. ამ ანგარიშზე თანხა მემორიალისათვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეგროვდება",_ აცხადებს სერგეი პეტროსოვი.