აფხაზეთს რუსი სამხედროებისათვის მთელი ქონება, რომლის შესახებაც საუბარი იყო აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ბაზის დაარსების შესახებ ხელშეკრულებაში ჯერ ჯერობით არ გადაუცია. ეს განცხადება რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ნიკოლაი პანკოვმა გააკეთა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დუმის დეპუტატი ვალერი სელეზნიოვი დაინტერესდა "რამდენად ასრულებენ აფხაზები ხელშეკრულებას" და აღნიშნა, რომ ამ დოკუმენტის თანახმად მათ "მთელი ქონება კერ კიდევ გასულ წელს უნდა გადაეცათ".
რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ დაადასტურა, რომ "შეთანხმების მეექვსე პუნქტი რუსული მხარისათვის მიწის ნაკვეთებისა და უძრავი ქონების ობიექტების გადაცემას გულისხმობს".
"ეს სამუშაო ახლა მიმდინარეობს და იჯი ჯერ დასრულებული არ არის, სწორედ ამით არის ალბათ განპირობებული თქვენი კითხვა", _ მიმართა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ დეპუტატს და აღნიშნა, რომ "ჩვენი აზრით თანამშრომლობის ფორმატი კონსტრუქციულია".