ხვალ, 23 სექტემბერს, ქარელში დოღი იმართება. მუნიციპალიტეტის პირველობა ცხენოსნობაში 11 საათზე დაიწყება.
ერთმანეთს მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლებში მცხოვრები ცხენოსნები შეეჯიბრებიან. გამარჯვებული კულტურისა და სპორტის სამსახურისგან პრიზად ჭედილას მიიღებს. მეორე და მესამე ადგილის მფლობელებისთვის კი სიმბოლური საჩუქრებია დაწესებული.
დოღი მესამე წელია ტარდება.