დილით ზუგდიდის ცენტრალური ბიბლიოთეკის შენობაში ცეცხლი გაჩნდა. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა აცნობეს.
"ხანძარი სავარაუდოდ მოკლე ჩართვამ გამოიწვია, თუმცა სახანძრო-სამაშველო სამსახურის ხანძრის ლიკვიდაცია ჩვენ თვითონ მოვახერხეთ",- განაცხადა ბიბლიოთეკის დირექტორმა მანანა გვარამიამ.
მისივე თქმით, შენობაში გაყვანილობა ახალი გამოცვლილია.
"არ ვიცი მოკლე ჩართვის მიზეზი, დილით, როდესაც შექი და კომპიუტერები ჩავრთენ მოულოდნელად ოთახში ცეცხლი ჩამრთველს გაუჩნდა",- განუმარტა დირექტორმა "ჯი-ეიჩ-ენს".
ადგილზე სამართალდამცავების გამოძახება საჭირო არ გამხდარა.