საქართველოს 17-წლამდე საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდის საკვალიფიკაციო ეტაპზე მოლდოვაში ბულგარელ თანატოლებს 3:2 სძლიეს. ანგარიში ბულგარელებმა პეტკოვის გოლით მე-17 წუთზე გახსნეს. საქართველომ მე-19 წუთზე გაათანაბრა. ჩეჩელაშვილმა თერთმეტრიანი დარტყმით გაიტანა. ქართველებმა ახვლედიანის გოლით 23-ე წუთზე წინ გასვლა მოახერხეს, 69-ეზე კი ორბურთიანი სხვაობით დაწინაურდნენ, როდესაც პაპუნაშვილმა გაიტანა გოლი. საბოლოო ანგარიში 71-ე წუთზე პეტკოვმა დააფიქსირა.
საქართველოსა და ბულგარეთთან ერთად ჯგუფში მოლდოვა და შვედეთი არიან. ისინი პირველი ტურის შეხვედრას ერთმანეთის წინააღმდეგ დღეს, თბილისის დროით 18:00 საათზე გამართავენ. საქართველო შემდეგ შეხვედრას მოლდოვასთან ჩაატარებს.