სეპარატისტულ აფხაზეთში მომხდარ აფეთქების შედეგად ერთი ადამინი დაიღუპა და ერთი დაშავდა. გარდაცვლილი ყაბარდო-ბალყარეთის რესპუბლიკის მკვიდრია, დაშავებული კი მისი ცოლი.
როგორც "იტარ-ტასს" სოხუმის ე.წ. პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა გარი არშბამ განაცხადა, აფეთქება მოსკოვის დროით 09:20 წუთზე მოხდა.
მისი თქმით, ასაფეთქებელი მოწყობილობა მერსედესის მარკის ავტომობილში ამოქმედდა. მძღოლი ადგილზე დაიღუპა. არ არის დადგენილი ოფიციალურ დონეზე თუ რა ნივთიერება იყო დამონტაჟებული. ექსპერტების ვარაუდით მანქანაში სავარაუდოდ 200 გრამამდე ტროტილი აფეთქდა.