სოხუმის დრამატული თეატრი პრემიერისთვის ემზადება. პრემიერა 2 ოქტომბერს, 12:00 საათზე, კოტე მარჯანიშვილის თეატრის მცირე
სცენაზე, საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში შედგება. პრემიერის თარიღი 2 ოქტომბერს, გაგრის დაცემის დღეს უკავშირდება.
ერთმოქმედებიანი სპექტაკლი Homo morales (ჯალათები) რაჰმან ჰაკიმის პიესის "დამსჯელი N 14"-ის მიხედვითაა შექმნილი. სპექტაკლი ომის თემაზეას ასახავს. ეს არ არის რომელიმე კონკრეტული ომი.
ეს არის ზოგადად ომის, სისხლისღვრის აბსურდულობა. რეჟისორს სურს, თქვას, რომ ომი ყველა დროში ომია და არანაირ ომს არა აქვს გამართლება, რადგან მას უდანაშაულო ადამიანები ეწირებიან.
"სპექტაკლში რეალური და ირეალური ერთმანეთში ირევა. წარმოდგენა რჩება, თუ როგორ ანგრევს ომი ადამიანის ფსიქიკას, მის ზნეობას და აქცევს მას ჯალათად. ომში არავინაა მოგებული - თვით მოგებულიც კი", - განაცხადა თეატრის პრესსამსახურის წარმომადგენელმა თამარ დუღაშვილმა.
ინსცენირების ავტორია მირზა მაჩიტიძე, სცენური ვერსია, რეჟისურა და სცენოგრაფია ბექა ქავთარაძეს ეკუთვნის. სპექტაკლში მონაწილეობენ ვახტანგ მოსიძე, მირზა მაჩიტიძე, ანა სოხაძე, ლევან გელბახიანი