დღეს სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს სერგეი ნარიშკინს ელიან.
ნარიშკინს ოს სეპარატისტთა ლიდერი ედუარდ კოკოითი მიიღებს.
მედვედევის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მონაწილეობა უნდა მიიღოს "სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დაარსების დღისადმი" მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში. სავარაუდოდ, ნარიშკინთან ერთად, ცხინვალში რუსული დელეგაციაც ჩავა. ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს.
"ცხინვალში უკვე იმყოფებიან რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის, რუსეთის ფედერალური საკრებულოს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, რუსეთის თითქმის ყველა სამინისტროს, ასევე "გაზპრომის", "მეგაფონის", "ვტბ" ბანკის, "ვნეშეკონომბანკის" და სხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები, რომლებიც საზეიმო ღონისძიებეში მიიღებენ მონაწილეობას", _ იუწყება ოსური მედია.
მათივე ინფორმაციით, ოს სეპარატისტებს დღეს კონცერტ მომღერალი ავრაამ რუსოც გაუმართავს.
ამას გარდა, ცხინვალში დაგეგმილია აღლუმისა და რუსეთ-ე.წ. სამრეთ ოსეთის ე.წ. საქმიანი ფორუმის ჩატარება.