20 სექტემბერს ოსი სეპარატისტები ე. წ. დამოუკიდებლობის დღეს იზეიმებენ. ოსური მედიის ინფორმაციით, სეპარატისტები ცხინვალში ჩაატარებენ რუსულ-სამხრეთოსურ ეკონომიკურ ფორუმს, სახელწოდებით "თანამედროვე სახელმწიფოს მშენებლობა ეფექტური ეკონომიკის მეშვეობით".
მათი ინფორმაციით, ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ რუსეთის უმაღლესი ხელისუფლებისა და ბიზნესწრეების წარმომადგენლები, ასევე "წარმომადგენლები სწავლული სამყაროდან".
ცხინვალში საზეიმო აღლუმიც გაიმართება. სამხედრო ბაზაზე, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარეობს, ე.წ. საზეიმო აღლუმის რეპეტიცია ჩატარდა. ე.წ. აღლუმში მონაწილეობას 100 რუსი ოკუპანტი მიიღებს.