„ქრისტიან-დემოკრატები" თელავის რაიონში წინასაარჩევნო კამპანიას განაგრძობენ. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა ლალიაშვილი და მაჟორიტარობის კანდიდატი ნიკო ლაშხი, მხარდამჭერებთან ერთად, დღეს რაიონის ცენტრში, სტადიონ „კრისტალთან" შეიკრიბნენ და სპორტის მიმართულებით ადგილობრივი ხელისუფლების პოლიტიკა გააკრიტიკეს.
„რაიონში სპორტული ცხოვრება ფაქტობრივად ჩამკვდარია და მთლიანად მოშლილია ინფრასტრუქტურა. მაშინ როდესაც ახალგაზრდობით გადავსებულია ტოტალიზატორები და პოკერ-კლუბები, ხელისუფლება ბავშვებს არ უქმნის მინიმალურ პერსპექტივასაც კი, რომ დაკავდნენ სპორტის სხვადასხვა სახეობით. ადგილობრივთა აღშფოთებას იწვევს ის ფაქტიც, რომ თელავს არ ჰყავს საფეხბურთო გუნდი, რომელიც საქართველოს ჩემპიონატში შეძლებდა მონაწილეობას" - განაცხადა ლალიაშვილმა.