აბაშის მაჟორიტარი დეპუტატი, რომანოზ ბჟალავა ადგილობრივ მოსახლეობას აბაშასა და ძველ აბაშაში შეხვდა. იგი მოსახლეობის პრობლემებს გაეცნო და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრა.
დეპუტატმა მოსახლეობას ხელისუფლების ხედვა წარმოუდგინა და ძირითადი ყურადღება სოფლის მეურნეობის, ეკონომიკისა და ჯანდაცვის პროგრამებზე გაამახვილა.
შეხვედრის შემდეგ რომანოზ ბჟალავამ ძველ აბაშაში მშენებარე ეკლესია მოინახულა.