კომპანია "SOCAR"-ის ნავთობისა და გაზის მომპოვებელმა სამმართველომ (აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია) 2009 წლის იანვარ-სექტემბრის თვეებში მოიპოვა ქვეყნის საბადოებზე 40,1 მლნ ბარელ ნავთობზე მეტი (დაახლოებით 5,5 მლნ ტონა).
გარდა ამისა, აღნიშნულ პერიოდში კომპანიამ მიიღო დაახლოებით 5,56 მლრდ კუბ. მეტრი გაზი. კერძოდ, SOCARნავთობისა და გაზის მომპოვებელმა სამმართველომ აღნიშნულ პერიოდში მოიპოვა დაახლოებით 5,2 მლრდ კუბ. მეტრი გაზი, ხოლო ერთობლივმა საწარმოებმა და ოპერაციულმა კომპანიებმა, რომლებიც მოიპოვებენ გაზს ხმელეთზე, მ/წლის იანვარ-სექტემბრის თვეებში გადასცეს SOCAR-ს 49,5 მლნ კუბ. მეტრი გაზი.
აზერბაიჯანის საერთაშორისო ოპერაციულმა კომპანიამ "აზერი-ჩირაგ-გიუნეშლის" საბადოებზე იანვარ-სექტემბრის თვეებში მოიპოვა SOCAR-თვის დაახლოებით 3 მლრდ კუბ. მეტრი გაზი.
2009 წლის იანვარ-სექტემბრის თვეებში SOCAR-მა გადასცა აზერბაიჯანის მოსახლეობას დაახლოებით 325 მლნ კუბ. მეტრი გაზი, ხოლო სექტემბერში - დაახლოებით 101 მლნ კუბ. მეტრი გაზი.