საქართველოს პრეზიდენტმა სტეფანწმინდის მუნიციპალიტეტში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ განახლებულ ინსფრასტრუქტურა დაათვალიერა.
სამინისტროს მიერ აღდგენილია მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის 9-კილომეტრიანი მონეკვეთი, სნო-ახალციხე-ჯუთას 4-კილომეტრიანი გზა, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის რეზიდენციასთან მთავრდება.
გზის აღნიშნულ მონაკვეთებზე შესრულდა პროექტით გათვალისწინებული ყველა სამუშაო. მოეწყო სანიაღვრე არხები და ხელოვნური ნაგებობები. გზის სავალ ნაწილზე დაიგო ორფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარი. აღდგენითი სამუშაოები მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის ერთობლივი დაფინანსებით განხორციელდა.