დღეს, 15 სექტემბერს, ლაგოდეხში მარცვლეულის შესანახი ცენტრი გაიხსნება. ცენტრი მარცვლეულის მწარმოებლებს რამდენიმე მომსახურებებს შესთავაზებს, მათ შორის მოსავლის ლაბორატორიული კვლევა, მოსავლის განმარცვლა და წმენდა, მოსავლის შრობა და მოსავლის შენახვა
აბაშაში მდებარე ცენტრის გახსნა კი 20 სექტემბრისთვის არის დაგეგმილი.
ორივე ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე დანადგარებით, რაც საშუალებას იძლევა დასავლური სტანდარტებისა და მოთხოვნების დაცვით იქნას კლასიფიცირებული და შენახული საქართველოში წარმოებული მარცვლეული.