დღეს, 14 სექტემბერს, 11:00 საათზე, წეროვანის მე-3 საჯარო სკოლის სააქტო დარბაზში რეგიონის ოქროსა და ვერცხლის მედალოსანთა დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები, რომლებიც ოქროსა და ვერცხლის მედლებს გადასცემენ მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის იმ 27 ახალგაზრდას, რომლებმაც წარჩინებით დაამთავრეს საჯარო სკოლა.
მედლების გადაცემის შემდეგ გაიმართება მცირე მუსიკალური ღონისძიება.
მცხეთა-მთიანეთის რეგიონში სულ 85 საჯარო სკოლა ფუნქციონირებს, ზოგიერთ მათგანს წელს სარეაბილიტაციო სამუშაო ჩაუტარდა. მოხდა სკოლების სახურავების შეკეთება და განახლება, რეგიონის ზოგიერთ სკოლაში დამონტაჟდა ახალი კარ-ფანჯარა.
წელს მცხეთა-მთიანეთის რეგიონის სკოლებს 1015 პირველკლასელი შეემატება, რომლებსაც ახალი სასწავლო წლის დაწყებმადე განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მათთვის განკუთვნილ ბუკებს გადასცემს.