ხვალ, 14 სექტემბერს, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი თურქეთის რესპუბლიკის სანაპირო დაცვის დელეგაციის წევრები ფოთსა და ბათუმს ეწვევიან და სანაპირო დაცვის ოპერაციების ფოთის ბაზას დაათვალიერებენ. დაგეგმილია ასევე ვიცე-ადმირალ სერდარ დურგელის შეხვედრა ბათუმის მერთან, რობერტ ჩხაიძესთან.
სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, საქართველოს სასაზღვრო პოლიციას 5-დღიანი ოფიციალური ვიზიტით ეწვის თურქეთის რესპუბლიკის სანაპირო დაცვის დელეგაცია, ვიცე-ადმირალ სერდარ დურგელის ხელმძღვანელობით.
ვიზიტი "საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის შავი ზღვის საზღვაო სივრცეზე პასუხისმგებელ კომპეტენტურ ორგანოებს შორის თანამშრომლობის შესახებ" შეთანხმებისა და ორი ქვეყნის უწყებებს შორის 2011 წლის სამოქმედო გეგმის ფარგლებში ხორციელდება. შეხვედრები ყოველწლიურად იმართება, როგორც საქართველოში, ასევე თურქეთში.
ვიზიტი 16 სექტემბრამდე გასტანს.