სვანეთში, მესტიაში, ახალი იუსტიციის სახლი, პოლიციის ახალი შენობა, სასტუმრო "ჰოსტელი", ახალი ხიდი და 163 კმ-იანი გზა გაიხსნა. აღნიშნულ ღონისძიებეში საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მონაწილეობდა.
"მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე. მე ამოვედი 1.45 საათში ამ ახალი გზით. ეს არის ჩემთვის გზა არა მხოლოდ მესტიისკენ. თითოეული ჩვენგანისთვის ეს არის გზა მომარაგების, გადაადგილების, გზა სწავლისკენ, მაგრამ ყველა ჩვენთვის და დანარჩენი საქართველოსთვის ეს არის ჩვენი გზა მომავლისკენ", _ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მესტიაში ახალი ობიექტბის გახსნის საზეიმო ცერემონიალზე.
სააკაშვილის თქმით, ის, რაც დღეს ხდება, არiს მრავალწლიანი ფიქრისა და დაგეგმარების შედეგი.
"მე ხომ ვიცი, რომ 10 წუთის წინ აქ მიდიოდა მშენებლობა, ვიცი, რომ ეს ქვაფენილი დააგეს გუშინ ღამით, როდესაც მხოლოდ + 2 იყო ტემპერატურა, მაგრამ ჩვენ დრო არა გვაქვს. იმიტომ კი არ ვაკეთებთ, რომ ნაჩქარევად ვაკეთებთ ან უხარისხოდ - ჩვენ ვაკეთებთ სწრაფად და ხარისხიანად. ქართველებმა მსოფლიოში ყველაზე სწრაფად შენება ვისწავლეთ, იმიტომ, რომ გვეჩქარება, იმიტომ, რომ ქვეყანა დიდი ხანი გვენგრეოდა, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი გვაქვს გასაკეთებელი, იმიტომ რომ ხალხია დასასაქმებელი მშენებლობებზე, რომელმაც სახლში შემოსავალი უნდა შეიტანოს, ბავშვებს მისცეს განათლება, მოუაროს ოჯახის უფროს წევრებს და არ ჰქონდეთ მკურნალობის, არსებობის, გადაადგილების პრობლემა", _ განაცხადა სააკაშვილმა.