ცხინვალის რეგიონში მდგარი რუსი ოკუპანტები სკოლებში მოსწავლეებს "სიმამაცის გაკვეთილებს" უტარებენ. ეს განცხადება საქართველოს ამ ოკუპირებულ რეგიონში მდგარი რუსეთის "ეფ-ეს-ბეს" სასაზღვრო სამმართველოს წარმომადგენელმა პაველ ბოჟოკმა გააკეთა. მისივე თქმით, სკოლებში "სიმამაცის გაკევთილების" ჩატარების ინიციატივა თავად რუს ე.წ. მესაზღვრეებს ეკუთვნით და ამას ისინი ოსი ახალგაზრდობის სამხედრო-პატრიოტული აღზრდის მიზნით აკეთებენ.
ბოჟოკი ასევე აცხადებს, რომ ამგვარუ გკვეთილები გარდა ცხინვალის სკოლებისა ასევე მიმდინარეობს დმენისისა და გრომის დასახლებული პუნქტების სკოლებში.
რუსი სამხედრო ასევე აცხადებს, რომ უახლოეს მომავალში "სიმამაცის გაკვეთილები" ცხინვალის რეგიონის თითქმის ყველა სკოლაში ჩატარდება.
"ბავშვები თავისი ქვეყნის ნამდვილ პატრიოტებად უნდა აღვზადროთ", _ აცხადებს პაველ ბოჟეკი.