ჯგუფი "მგზავრები" ნოემბრის ბოლოს სოლოკონცერტს გამართავს. ამასთან დაკავშირებით "ჯი-ეიჩ-ენს" ჯგუფის პროდუსერმა, ოთო ედიშერაშვილმა განუცხადა.
"მგზავრები" უკვე 5 წელია, რაც სცენაზე დგას. იუბილეს აღსანიშნავად მთელი წლის განმავლობაში ღონისძიებებს ვგეგმავთ, მათ შორის, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში სოლოკონცერტსაც, სადაც ჯგუფი 5-წლიანი მუშაობის შედეგს წარვადგენთ. ახლა ახალ სიმღერაზე ვმუშაობთ, რომელზედაც კლიპის გადაღებას ვგეგმავთ", - განაცხადა ედიშერაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ "მზგავრებს" დაარსებიდან 5 წელი 11 სექტემბერს შესრულდა.