ოსი სეპარატისტები ე.წ. დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ემზადებიან. ამ დღეს სეპარატისტები 20 სექტემბერს იზეიმებენ. ოსური მედიის ინფორმაციით, სეპარატისტები ცხინვალში ჩაატარებენ რუსულ-სამხრეთოსურ ეკონომიკურ ფორუმს, სახელწოდებით "თანამედროვე სახელმწიფოს მშენებლობა ეფექტური ეკონომიკის მეშვეობით".
მათი ინფორმაციით, ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ რუსეთის უმაღლესი ხელისუფლებისა და ბიზნეს წრეების წარმომადგენლები, ასევე "წარმომადგენლები სწავლული სამყაროდან".
ამ დღეს ცხინვალში საზეიმო აღლუმიც გაიმართება, რომლისთვისაც მზადება ცხინვალის რეგიონში მყოფმა რუსმა ოკუპანტებმა უკვე დაიწყეს. კერძოდ, სამხედრო ბაზაზე, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარეობს, ე.წ. საზეიმო აღლუმის პირველი რეპეტიცია უკვე ჩატარდა. ე.წ. აღლუმში მონაწილეობას 100 რუსი ოკუპანტი მიიღებს.