ბათუმი უკრაინის ქალაქ ტერნოპოლთან დამეგობრდა. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქ ტერნოპოლისა და ბათუმის მერებმა დაძმობილების მემორანდუმს ხელი მოაწერეს. ბათუმის მერიისა და საკრებულოს წევრები ტერნოპოლში ყოფნისას ქალაქის დღესასწაულსაც დაესწრნენ.
ახალი კავშირი ორ ქალაქს შორის კულტურულ, ეკომიკურ და სამედიცინო სფეროში თანამშრომლობას გულისხმობს. განიხილება ავიამიმოსვლის დანიშნვის საკითხიც. გარდა ამისა, წელს ტერნოპოლში ქართული ტურიზმის საინფორმაციო ცენტრიც ამოქმედდა.